Loading...
მთავარი2023-10-09T20:06:30+04:00

პროექტის შესახებ

პროექტი „ზებრა ჩვენია, შეჩერდი ბორბალო!“ ორიენტირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საგზაო უსაფრთხოების საკითხების სწავლების ხარისხის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაზე.

პროექტი ეფუძნება შვეიცარიაში და შემდგომ პოლონეთში განხორციელებული იდენტური პროექტებს. შვეიცარიელი საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით, პოლონეთში 2012-2014 წლებში დაინერგა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტი, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგზაო უსაფრთხოების სწავლების სტანდარტის გაუმჯობესება

ბავშვის განვითარება და საგზაო უსაფრთხოება

ჩვენი გარესამყარო აღიქმება შეგრძნების ორგანოებით. ბავშვის სმენა და მხედველობა, როგორც წესი, მოწმდება ექიმების მიერ. თუ ბავშვი ჯანმრთელია მას სმენა და მხედველობა კარგად აქვს გავითარებული. 5 წლის ბავშვს კარგად შეუძლია ფერების, სინათლისა და სიბნელის აღქმა. 6-7 წლის ბავშვის მხედველობა ზრდასრულის მხედველობაზე უკეთესიც კია. ბავშვის მიერ, მხედველობით და სმენით მიღებული ინფორმაციის გააზრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგზაო უსაფრთხოებისთვის.

პუბლიკაციები

ვიდეო

Go to Top